Friday 16 June 2017

Thursday 5 June 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ჩვენი ტრენინგი.
  • მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. 
  • თვითოეულმა პედაგოგმა მოგვახსენა თავისი პროექტის შესახებ და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რაც ძალიან საინერესოდ წარიმართა.
  მოხარული ვარ, რომ გავეცანი ამ პროგრამას ,,პროექტებით სწავლება" , რადგან საინტერესო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროგრამაა. ვისწავლეთ ბევრი საჭირო უნარი, რაც დაგვეხმარება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.
  ნაყოფიერი იყო ტრენინგის ყოველი დღე, რადგან ბატონი გიორგი საინტერესოდ და გასაგებად გადმოგვცემდა ყველ საკითხს.
  დიდი მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს.

Wednesday 4 June 2014

პროექტის პორტფოლიო

იხილეთ პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.
შევასრულეთ და ავითვისეთ პროგრამით განსახილველი ყველა საკითხი.
დავხვეწეთ პროექტის გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის ფაილები.

Monday 2 June 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


  • დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა.
  • ვიმუშავეთ და დავამთავრეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით.
  • გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა.
  • გავიხილეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი.

Wednesday 28 May 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


  •    ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მოვიძიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
  •   გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სხვადასხვა მასალებს, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ერთმანეთის კითხვებზე და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
  •   დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე..
  •  ძალზედ საინტერესო იყო ტრენინგის თითოეული დღე, რაც დაგვეხმარება ყველა პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში.

Friday 23 May 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ და ვისწავლეთ ძალზედ საინტერესო და საჭირო უნარი:

  •  ინტერნეტში ფაილების და ფოლდერების ატვირთვა დრაივის მეშვეობით.
  •  ჩვენი ბუკლეტები ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
  •  გავეცანით დრაივზე ფაილების რედაქტირებას Google Docs-ის პროგრამით. განვიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი თავისებურებანი.
  •  გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილები ინტელის პროგრამის რესურსების საქაღალდიდან და განვიხილეთ ისინი ჯგუფში.