Thursday 5 June 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დასრულდა ჩვენი ტრენინგი.
  • მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია. 
  • თვითოეულმა პედაგოგმა მოგვახსენა თავისი პროექტის შესახებ და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რაც ძალიან საინერესოდ წარიმართა.
  მოხარული ვარ, რომ გავეცანი ამ პროგრამას ,,პროექტებით სწავლება" , რადგან საინტერესო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროგრამაა. ვისწავლეთ ბევრი საჭირო უნარი, რაც დაგვეხმარება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.
  ნაყოფიერი იყო ტრენინგის ყოველი დღე, რადგან ბატონი გიორგი საინტერესოდ და გასაგებად გადმოგვცემდა ყველ საკითხს.
  დიდი მადლობა ბატონ გიორგი ცინცაძეს.

Wednesday 4 June 2014

პროექტის პორტფოლიო

იხილეთ პროექტის პორტფოლიო

მერვე დღის რეფლექსია

დავასრულეთ პროექტზე მუშაობა.
შევასრულეთ და ავითვისეთ პროგრამით განსახილველი ყველა საკითხი.
დავხვეწეთ პროექტის გეგმა და შევქმენით პრეზენტაციის ფაილები.

Monday 2 June 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია


  • დავასრულეთ სასწავლო პროცედურების აღწერა.
  • ვიმუშავეთ და დავამთავრეთ სტუდენტის ნიმუში პრეზენტაციის ფაილის სახით.
  • გავაგრძელეთ შეფასების სტრატეგიებზე მუშაობა.
  • გავიხილეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტი.

Wednesday 28 May 2014

მეექვსე დღის რეფლექსია


  •    ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მოვიძიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
  •   გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სხვადასხვა მასალებს, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ერთმანეთის კითხვებზე და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
  •   დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე..
  •  ძალზედ საინტერესო იყო ტრენინგის თითოეული დღე, რაც დაგვეხმარება ყველა პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში.

Friday 23 May 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს განვიხილეთ და ვისწავლეთ ძალზედ საინტერესო და საჭირო უნარი:

  •  ინტერნეტში ფაილების და ფოლდერების ატვირთვა დრაივის მეშვეობით.
  •  ჩვენი ბუკლეტები ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ჩვენს ბლოგზე.
  •  გავეცანით დრაივზე ფაილების რედაქტირებას Google Docs-ის პროგრამით. განვიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი თავისებურებანი.
  •  გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილები ინტელის პროგრამის რესურსების საქაღალდიდან და განვიხილეთ ისინი ჯგუფში.

პროექტის ბუკლეტი

იხილეთ ნათია პოპიაშვილის ბუკლეტი

https://drive.google.com/file/d/0B2JQ3Ok2hp6hQUZGMjhXaUxqaDQ/edit?usp=sharing

Thursday 22 May 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეს ჩვენ ვიმუშავეთ
  • პროექტის გეგმაზე.
  • დავამთავრეთ ბუკლეტზე მუშაობა.
  • შევავსეთ ტრენინგის მონაწილის ფორმა ბლოგზე.
     ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ეს ტრენინგები ყველა პედაგოგებისთვის, რადგან ვეცნობით ბევრ სიახლეებს, რომელიც დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში. 

Friday 16 May 2014

პირველი-მესამე დღეების რეფლექსია

  ჩვენ გავეცანით ინტელის პროგრამისს კურსს - პროექტებით სწავლება. შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები. ავითვისეთ ინტერნეტიდან რესურს ფაილების ჩამოტვირთვა პორტფოლიოში. 
   გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, როგორც თეორიულს ისე პრაქტიკულს. ვიმუშავეთ ჩვენი მომავალი პროექტის თემის არჩევაზე, განვიხილეთ და ჩამოვყალობდით საბოლოოდ მის შინაარსზე. გავხსენით  ელ. ფოსტა და  პირადი ბლოგიც. ავითვისეთ ბლოგში მუშაობა. 
   შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ავირჩიეთ მათგან ჩვენი თემის შესაბამისი უნარ-ჩვევები. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და დავიწყეთ საკუთარი თემის ირგვლივ ბუკლეტზე მუშაობა. ამასთან ერთად შევისწავლეთ სურათების ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა და ვორდის ფაილში ჩასმა. ვიმსჯელეთ სტუდენტების ზოგადი განვითარებისათვის საჭირო უნარებზე, რომლებშიც დაეხმარება პროექტებით სწავლება. ერთობლივად განვიხილეთ პროექტებით სწავლების უპირატესობები.