ჩვენ გავეცანით ინტელის პროგრამისს კურსს - პროექტებით სწავლება. შევქმენით საკუთარი პორტფოლიოები. ავითვისეთ ინტერნეტიდან რესურს ფაილების ჩამოტვირთვა პორტფოლიოში.
გავეცანით სხვადასხვა პროექტების ნიმუშებს, როგორც თეორიულს ისე პრაქტიკულს. ვიმუშავეთ ჩვენი მომავალი პროექტის თემის არჩევაზე, განვიხილეთ და ჩამოვყალობდით საბოლოოდ მის შინაარსზე. გავხსენით ელ. ფოსტა და პირადი ბლოგიც. ავითვისეთ ბლოგში მუშაობა.
შევისწავლეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ავირჩიეთ მათგან ჩვენი თემის შესაბამისი უნარ-ჩვევები. გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს და დავიწყეთ საკუთარი თემის ირგვლივ ბუკლეტზე მუშაობა. ამასთან ერთად შევისწავლეთ სურათების ინტერნეტიდან ჩამოტვირთვა და ვორდის ფაილში ჩასმა. ვიმსჯელეთ სტუდენტების ზოგადი განვითარებისათვის საჭირო უნარებზე, რომლებშიც დაეხმარება პროექტებით სწავლება. ერთობლივად განვიხილეთ პროექტებით სწავლების უპირატესობები.
No comments:
Post a Comment