- ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. მოვიძიეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები და ჩავსვით პროექტის გეგმაში. დავწერეთ სტანდარტის შესაბამისი სტუდენტის ამოცანები და სწავლის შედეგები.
- გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სხვადასხვა მასალებს, განვიხილეთ და ვიმსჯელეთ ერთმანეთის კითხვებზე და შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, შინაარსობრივი და თემატური კითხვები.
- დავათვალიერეთ აზროვნების ზედა დონის უნარ - ჩვევების ნიმუშები, ბლუმის ტაქსონომიის "საფუძველზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების დაზუსტებაზე..
- ძალზედ საინტერესო იყო ტრენინგის თითოეული დღე, რაც დაგვეხმარება ყველა პედაგოგს პროფესიულ განვითარებაში.
Wednesday, 28 May 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment